
CT Group Ltd.
იპოვე ის რაც შენია
ჩვენს შესახებ
საწყობების მაღალი ეფექტურობა განსაზღვრავს დანახარჯების ოპტიმიზაციას ლოჯისტიკაში, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს სწრაფ მიწოდებას და ეფექტურ გაყიდვას.
სწორად ორგანიზებული სასაწყობო მეურნეობა ეფექტური გაყიდვების სისტემის ნაწილია.


ხედვა
საწყობში სასაქონლო მარაგების ეფექტური განთავსება საჭიროა ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მარაგების კონტროლი მარტივია როდესაც არსებობს ზუსტი ინფორმაცია მათი რაოდენობების/მოცულობების, განთავსების ადგილის, შეფუთვის ნაირსახეობის და სხვა ანალიტიკური პარამეტრების შესახებ.
ჩვენ გაძლევთ საშუალებას თანამედროვე საშუალებეის გამოყენებით მიაღწიოთ თქვენი მარაგების ეფექტურ მართვას და ანალიზს. მარაგების სწორი მართვით თქვენ შეძლებთ გაზარდოთ გაყიდვების ეფექტურობა, მოკლე დროში მოახდინოთ მიწოდება და არ დახარჯოთ ძვირადღირებული დრო და რესურსები მარაგების ძიებაში. სწორად მართეთ თქვენი საწყობი.
სასაქონლო მარაგების სწორი ანალიზი მოგცემთ საშუალებას დროულად განახორციელოთ შეკვეთები და ავტომატურ რეჟიმში განახორციელოთ მათი შევსება მოვლენების სწორი დაგეგმვით.


ჩვენი კომპანია
ჩვენი კომპანია შპს "აპეკ სერვისი" დაფუძნებულია 2010 წელს და მას შემდეგ ანხორციელებს საწყობების ეფექტურობის ამაღლებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შეთავაზებას და დანერგვას ქართული კომპანიებისთვის.
კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს საწყობების დაპროექტებაში, მათ მშენებლობაში, ეფექტურობის ამაღლებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დანერგვაში და სისტემური გადაწყვეტილებების მოძიებაში.
ჩვენი კომპანია თანამშრომლობს უკრაინულ, თურქულ, იტალიურ, ფრანგულ კომპანიებთან, რომლებიც გამოირჩევიან 50 წელზე მეტი გამოცდილებით აღნიშნულ სფეროში და მზად არიან თვენს ნებისმიერ პრობლემაზე გადაწყვეტილება შემოგთავაზონ.