top of page

რას გთავაზობთ

სტელაჟები (სასაწყობე თაროები)

სასაწყობე თაროები, იგივე სტელაჟები არის ეფექტური გზა პალეტებზე განთავსებული სასანლო მარაგების ეფექტურად განთავსებისთვის. თაროების სიმაღლე შეიძლება იყოს 12 მეტრამდე და სწორად დაგეგმვის შემთხვევაში 1 კვ.მ. ფართობზე 6–7 პალეტამდე დასაწყობების საშუალებას იძლეოდეს. რაც საწყობის ფართის ეფექტურად გამოყენებას და დანახარჯების მინიმიზირებას გულისხმობს.

 

სტელაჟების დიზაინი გათვლილია დამტვირთველის (ე.წ. პაგრუზჩიკის) საშუალებით სწრაფად დასაწყობებაზე და ტვირთების ხელმისაწვდომობაზე.

 

არსებობს რამოდენიმე ტიპის სისტემა, თითოეული გათვლილია სხვადასხვა ტიპის და ნაირსახოების მარაგების ეფექტურ განთავსებაზე და ხელმისაწვდომობის კოეფიციენტზე:

1. Racks

2. Drive-in

3. Drive thrue

4. Double deep racks

5. Shuttle system

6. Roll true

7. Fully Automated system

სასაწყობე ტექნოლოგიები

შეარჩიეთ თქვენი ოპერაციებისთვის საჭირო ტექნოლოგიები საწყობის ეფექტური მართვისთვის.



საწყობის მართვა XXI საუკუნეში ტექნოლოგიების გამოყენებით სიახლე არაა. თუმცა საქართველოში დღესდღეობით მათი გამოყენება ნაკლდებად ხდება. ჩვენ გთავაზობთ დაივიწყოთ მარაგების მართვასთან დაკავშირებული რისკები და პრობლემები და ეს მიანდოთ სისტემებს, რომლებიც შეცდომებს არ უშვებენ. ცნობილია რომ მარაგების მართვაში ადამიანური შეცდომების ფაქტორი ხშირ შემთხვევაში უფრო მეტ პრობლემას და რისკს წარმოშობს, ვიდრე ტექნოლოგიები. გარდა ამისა ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გაცილებით ნაკლებ დროში განხორციელდეს აღრიცხვა და შეკვეთის ფორმირება.

 

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი ტიპის ტექნოლოგიებს:

1. აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამები;

2. კონვეიერები გადმოტვირთვისთვის და დატვირთვისთვის

3. მექანიკური და ავტომატური დამტვირთველები (პაგრუზჩიკები და ხელის ურიკები)

4. სპეციალური მოწყობილობები

საწყობების პროექტირება

ჩვენ გთავაზობთ არსებული და ახალი საწყობების ეფექტური განლაგების პროექტირებას. პროექტირების დროს გაითვალისწინება ყველა პარამეტრი, რომელიც თქვენი მუშაობის სპეციფიკას წარმოადგენს, ასევე ჩვენ ვითვალისწინებთ მსოფილოში აპრობირებულ მეთოდებს და სხვადასხვა კომპანიის გამოცდილებებს, რომელთაც უკვე დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა. ჩვენ გაგიზრდით ეფექტურობას და დაგინერგავთ მუშაობის პრიციპებს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეფექტურად იმუშავებს. 

 

ამით მიაღწევთ მინიმალური სასაწყობო ფართით და მინიმალური თანამშრომლების რაოდენობით მაღალ ტვირთბრუნვას უფრო ეფექტურად ვიდრე აქამდე.

 

ჩვენი გამოცდილება თქვენი კონკურენტული უპირატესობაა.

Turn Key Projects

ჩვენ გთავაზობთ თქვენი მარაგების მართვისთვის სრული გადაწყვეტილების შემუშავებას – დაწყებული კვლევით და პროექტირებით, დასრულებული აღრიცხვის სისტემის დანერგვით და ინტეგრირებით თქვენს არსებულ სისტემებთან.

 

სამუშაოების ნებისმიერ ეტაპზე თქვენ მიიღებთ სრულ მართვას პროცესებისადმი და შედეგად მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა თქვენი კომპანიის განვითარებისთვის. 

 

ჩვენ სისტემურად და სწრაფად მოგიგვარებთ პრობლემებს, რომელიც მარაგებთან დაკავშირებით გაქვთ.

© 2015 by CT Group Ltd. Proudly created with Wix.com

bottom of page